მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 ცვლილება, რომელიც დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტს შეეხება

5f92a15cc76a9
ინგა მურუსიძე
23.10.20 13:30
2969
თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელიც ქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება:

„ხვალიდან ახალი ქსელის იმპლემენტაცია იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ:

1. ქალაქში გაჩნდება ათიდან ერთი დერეფანი, რომელშიც ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ზოლში, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას.

2. ამოქმედდება სრულიად ახალი, მისი მკვებავი, საუბნო მნიშვნელობის ხაზები, რომელზეც იმოძრავებს ახალი 8, 10 და 12 მეტრიანი ავტობუსები.

3. დაემატება ამ დერეფნის ლოკალური მნიშვნელობის ხაზები, რომელზეც იმოძრავებს სრულად ახალი მიკროავტობუსები.

4. აღნიშნულ მარშუტებზე გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება
შესაძლებელი.

5. მიკროავტობუსებში აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

6. შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რაც ახდენს “მგზავრზე ნადირობის” პრევენციას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, - წერს წილოსანი facebook-ში.