დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში COVID-19-ით მსოფლიოში ოფიციალურად 6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რითაც COVID-19-მა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ყველაზე დიდ ინფექციურ დაავადებებს გადაუსწრო.
„კოვიდმა „აჯობა“ სამ ყველაზე დიდ ინფექციურ მკვლელს, ესენია: ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, შიდსი და მეოთხე - მალარია.
Lancet-სა და Economist-ში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებში ნახავთ, რომ შეფასებითი მაჩვენებელი გაცილებით უარესია, ანუ სინამდვილეში არა 6 მილიონი, არამედ კოვიდმა პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით სამჯერ მეტი ადამიანი შეიწირა.
აქედან გამომდინარე, ეს საკმაოდ სერიოზული პანდემიაა, რომელიც, სამწუხაროდ, 100 წელიწადში ერთხელ ხდება და ამიტომ თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.