თბილისში, ვაკეში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის და სასტუმრო Wyndham Garden-ის მშენებლობა 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
პროექტი, ჯამში, სამ მაღალსართულიან შენობას მოიცავს, საიდანაც ორი საცხოვრებელი აპარტამენტია, ხოლო ერთი - 27-სართულიანი სასტუმრო Wyndham Garden-ი.
როგორც BM.GE-ის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ალიანს ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა აკაკი სონგულიამ განუცხადა, Wyndham Garden-ის კომპლექსის მშენებლობაში ჯამში, 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
პროექტი კორტების, საკონფერენციო დარბაზის, სპას, აუზის, სტადიონის და მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობასაც ითვალისწინებს, რომელიც 400-ზე მეტ ავტომობილს დაიტევს.
სონგულიას თქმით, საცხოვრებელ აპარტამენტებზე ძირითადი მოთხოვნა უცხოელებისგან მოდის.
"მყიდველები არიან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ირანიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან და ამერიკიდან", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: "ალიანს ჯგუფმა" Wyndham Garden-ის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. სამი მაღალსართულიანი შენობიდან ყველაზე დაბალი 27-სართულიანი შენობაა, საშუალო — 33 სართულიანია, ხოლო ყველაზე მაღალი — 40 სართულიანი.
Wyndham Garden-ის მმართველობაში შვეიცარული კომპანია Sophos Hotels-ია შესული. Wyndham Hotel Group მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმროების ქსელია, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია წარმოდგენილი. საერთაშორისო ქსელს ამჟამად საქართველოში ერთი სასტუმრო აქვს გახსნილი, ხოლო მეორეს გახსნა სამომავლოდ იგეგმება.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს