მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

95%-იანი მაჩვენებლით "ომიკრონის" შტამია დომინანტი - გამყრელიძე

6214abe227fd1
მარიამ ვარადაშვილი
22.02.22 13:31
431
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების 95% "ომიკრონის" შტამს მიეკუთვნება.

“დღევანდელი მონაცემებით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია "ომიკრონის შტამი", 95%-იანი მაჩვენებლით. კერძოდ, მისი შტამი BA2 არის, დაახლოებით, 75%-მდე. შესაბამისად, დღეს დომინანტია BA2”, - ამბობს გამყრელიძე.

კითხვაზე - არსებობს თუ არა ვირუსის ახალი პიკის რისკი, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში  შემთხვევების პიკი ორჯერ იყო - “ვნახოთ; მრავალმა ქვეყანამ ორპიკიანი მრუდი გაიარა. ჯერ ჩვენთან მეორე არ ჩანს. კიდევ ვამბობ, თუ ავიცრებით, ატარებთ პირბადეს და მისი მაჩვენებელი 60%-ზე დაბლა მაინც არ ჩამოვალთ, იქნებ მეორე პიკი არ გვქონდეს”.