18.იანვარი .2020 11:10

აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდება აღდგა - წყალმომარაგების კომპანია

views 285
უკან

დღეს დილიდან, აბაშასა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდება სრულად აღუდგა – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, საავარიო და ტექნიკური ჯგუფების რამდენიმე დღიანი ურთულესი და 24 საათიანი მუშაობის შედეგად, ქსელის დაზიანებით გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრილია და ადგილობრივ მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

"სამუშაოების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია, რის გამო აბაშასა და მიმდებარე სოფლებს - მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება რამდენიმე დღით შეუწყდა. ინტენსიური სამუშაოების პარალელურად, მოსახლეობისთვის

წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდება მთელი ამ დღეების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ხდებოდა.
მოსახლეობას წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით სმს შეტყობინება წინასწარ დაეგზავნათ", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა