მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბიტურიენტებს გამოცდაზე პირბადის მოხსნა შეეძლებათ - პრემიერი

5efd8afab1b30
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.20 11:19
973
ერთიან ეროვნული გამოცდებზე მისულ აბიტურიენტებს გამოცდის დროს პირბადის მოხსნა შეეძლებათ, ასევე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში საგამოცდო სივრცეებში კონდინციონერები ჩაირთვება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ეს რეკომენდაციები მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიიღეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტი, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული. რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან ღია უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე ავა, შესაძლებელი იქნება კონდინციონერის ჩართვა.

ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით შეძლებისდაგავარად ჩვენს აბიტურიენტებს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.