მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია თოფურია საქართველოს პრემიერ მინისტრს შეხვდა

თოფურია კობახიძე

პირველი ქართველი UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში 18 მარტს დაბრუნდა, დღეს კი პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. კობახიძემ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი ტრიუმფი ქართველი ხალხისთვის საამაყო და მნიშვნელოვანია.

ჩემპიონთან საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მიღების პარალელურად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეობაც შეუნარჩუნდეს. კობახიძე იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სრულიად საქართველოს გუშინდელი დახვედრისთვის. ამან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნო როგორც ესპანეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეობა". - განაცხადა ილია თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი 18 თებერვალს ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხების შედეგად მოიპოვა. საქართველოში დაბრუნებამდე მებრძოლი ესპანეთის პრემიერს პედრო სანჩესს შეხვდა, რომელმაც ქართველს ესპანეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ქართველი ჩემპიონი საკუთარ საჩემპიონო ქამარს ქართული აუდიტორიის წინაშე, 21 მარტს საქართველო ლუქსემბურგის მატჩის დაწყების წინ 20:45 საათზე წარადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები