"საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული ჯავშნებით როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში ამ დროისთვის „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროების 20%-30% იტვირთება", - ამის შესახებ BM.GE-ის ჯგუფის მმართველმა დირექტორმა ლევან ბერულავამ განუცხადა.
მისი თქმით, დღეისათვის მოქმედებს „ჰოლიდეი ინ“-ი და „სასტუმრო სტამბა“, ხოლო რეგიონებში „რუმს კოხტა“ და „რუმს ყაზბეგი“. ამასთან, ჯგუფში ადგილობრივ ტურიზმში მოლოდინები ძირითადად რეგიონების სასტუმროების მიმართულებით აქვთ.
„თბილისში დიდი მოლოდინი არ გვაქვს ადგილობრივი ტურიზმის მიმართულებით, რადგან ხალხი დიდი ხანი იყო ჩაკეტილი თბილისში და ახლა ყველას უნდა, რეგიონში, მთაში ან ზღვაზე წასვლა; შესაბამისად, „რუმს კოხტა“ და „რუმს ყაზბეგი“ შაბათ-კვირას კარგად იტვირთება და უკვე ვიღებთ ჯავშნებს. სტუმრებიც მივიღეთ წინა შაბათ-კვირას ორივე სასტუმროში; შესაბამისად, უფრო რეგიონებზე იქნება დატვირთვა.
რაც შეეხება თბილისს, 15 ივნისს გავხსენით სასტუმრო „სტამბა“ და, რა თქმა უნდა, გახსნილია „ჰოლიდეი ინ“-ი თავის აუზით. ვფიქრობთ, აუზის გამო "ჰოლიდეი ინი" უფრო დაიტვირთება, მაგრამ იმედი გვაქვს, საზღვრების გახსნის შემდეგ თბილისის სასტუმროებიც ჩადგება რაღაც რეჟიმში და მივიღებთ როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოელ სტუმრებს.
„აჭარა ჯგუფის“ სასტუმროებში ჯავშნების მოცულობა, დაახლოებით, 20%-30%-ის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როდესაც სასტუმროების დატვირთულობა 80% იყო, სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა“, - ამბობს ლევან ბერულავა.
კომპანიის მმართველი დირექტორის ინფორმაციით, პანდემიამდე პერიოდში ადგილობრივ ტურისტებს სასტუმროების დატვირთულობაში 30-40%-იანი წილი ეკავათ, დღეს კი საზღვრების გახსნამდე სრულად ადგილობრივ ტურისტებზე არიან დამოკიდებულნი, ამიტომ ჯგუფმა ფასებიც დააკორექტირა.
„ზოგადად, ადგილობრივ ტურიზმს ჩვენს სასტუმროებში 30-40% წილი უკავია, მაგრამ ახლა სულ საქართველოს მოქალაქეებზე ვართ გათვლილები. ჩვენ დავაკორექტირეთ ფასები, დაახლოებით, 50%-ით დავწიეთ, რათ მოვერგოთ ბაზარს და მოსახლეობის შესაძლებლობებს. იმედი გვაქვს, დასტაბილურების შემდეგ შევძლებთ დავუბრუნდეთ ძველ ნიშნულს“, - აღნიშნა „აჭარა ჯგუფის“ მმართველმა დირექტორმა და დასძინა, რომ დატვირთვის ზუსტ მაჩვენებლებზე საუბარი ივნისის ბოლოსთვის შეეძლება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი