“რუმს კოხტაში” უახლოეს მომავალში $1 200 000-ის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
როგორც “რუმს კოხტას” გენერალურმა მენეჯერმა აკაკი ჩხიკვაძემ “საქმიან დილასთან” საუბრისას აღნიშნავს, უახლოეს მომავალში “რუმს კოხტაში” გარკვეული სერვისების დამატება მოხდება.
“სერვისებში იგულისხმება, როგორიცაა მაგალითად, გამაჯანსაღებელი სპა ცენტრის მიმართულება, ასევე გამოყოფილი გვაქვს ფართი იმისათვის, რომ აუზი მოეწყოს და ვიმედოვნებთ, რომ ამ გეგმებს განვახორციელებთ და ჩვენს სტუმრებს მეტ სერვისს შევთავაზებთ.
ამ ეტაპზე თქმა გამიჭირდება რომელი პროექტი გაკეთდება წელს და რომელიმე მათგანი სრულად შესრულდება თუ არა, თუმცა დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტის ჯამური ღირებულება $1 200 000-ის ფარგლებში იქნება", - აღნიშნა კომპანიის GM-მა.