მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აჭარაბეთი“ SBC Awards-ზე „წლის საუკეთესო სპონსორი კომპანიის“ კატეგორიის ფინალშია

617a704362ef8
ვიქტორია მღებრიშვილი
28.10.21 13:57
515
„აჭარაბეთი“ SBC Awards-ზე, „წლის საუკეთესო სპონსორი კომპანიის “ კატეგორიის ფინალისტებს შორისაა. 14 დეკემბერს, გამარჯვებულებს 43 სხვადასხვა განსხვავებულ კატეგორიაში გამოავლენენ. სწორედ მათ შორისაა „წლის საუკეთესო სპონსორი კომპანია“ , რომლის 8 ფინალისტში კომპანია „აჭარაბეთი“ მოხვდა.

„აჭარაბეთი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდმივად ორიენტირებულია ქართული სპორტის და სპორტსმენების მხარდაჭერაზე.

კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.  

"აჭარაბეთმა” ქართული სპორტის დასახმარებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში 8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და ამ ხნის განმავლობაში, 10 -ზე მეტ ფედერაციასთან და სპორტულ ორგანიზაციასთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. გარდა ამისა, კომპანიას ამ დროისთვის, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან ოცამდე საპატიო ელჩი ჰყავს.



„ძალიან ვამაყობთ, რომ SBC Awards-ის ფინალისტებს შორის ვართ, როგორც „წლის სპონსორი კომპანია“. ეს ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთაშორისო აღიარებაა“, - განაცხადა „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

SBC (Sports Betting Community) 2009 წელს, ლონდონში დაარსდა და SBC News-ის საშუალებით, მომხმარებელს „გემბლინგის“ სფეროს უახლესს ამბებს აცნობს. ასევე, მისი ნაწილია SBC Events, რომელიც „სპორტბეთინგში“ მოღვაწე კომპანიებისთვის, ყოველწლიურად, საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს და გამოფენებს ატარებს. მათ შორისაა SBC Awards, სადაც ყოველ წელს, სხვადასხვა კატეგორიაში, საუკეთესო „გემბლინგ“ კომპანიებს აჯილდოებენ.