მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა, მათ შორის 5 მედპერსონალია

5e98c20f6c536
თამთა ჯიჯავაძე
17.04.20 00:36
1110
აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი შვიდით გაიზარდა. მათ შორის არის ხუთი მედპერსონალი. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

„გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა შვიდით. მათ შორის ორი არის საკარანტინო და თვითიზოლაციის ზონიდან, ე.წ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული. ის ოჯახები, რომელზეც მიდიოდა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა. და რა თქმა უნდა ამ ოჯახის წევრებისგან ველოდებით მორიგი ტესტირების შედეგებს. ხოლო ხუთი არის სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი. მათი თხოვნით არ ვასახელებთ სამედიცინო პერსონალის ადგილსამყოფელს, ანუ დაწესებულებას, საიდანაც ისინი არიან“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.