მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში ინვესტორებს შეუსრულებელ პროექტებზე ჯარიმა არ დაეკისრებათ

615db4ffed4fb
შოთა ტყეშელაშვილი
06.10.21 19:00
903
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დადგენილება, რომელიც რეგიონის მასშტაბით საინვესტიციო ვალდებულებებს უკავშირდება. დადგენილების თანახმად, იმ ინვესტორებს, რომელთაც სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებებში კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის ვადები ჰქონდათ განსაზღვრული და მათ აღნიშნული ვადები დაარღვიეს, შესაბამისი მიმართვის გაკეთების შემთხვევაში პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებიან.

“იმ ინვესტორების მიმართაც, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებთან ან მათ მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებთან გაფორმებული ოქმით ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი აქვთ შესაბამისი ვალდებულებები და მიმართავენ სამინისტროს მათზე სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის (პირგასამტეხლოს გარეშე) ან/და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობი­სათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით,”- ნათქვამია დადგენილებაში.

პანდემიის გამო საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებლობის გამო, ინვესტორთა პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების გადაწყვეტილებები აჭარის გარდა ეკონომიკის სამინისტრომაც მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები