მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარაში წლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას დამატებითი ფინანსური რესურსი მოხმარდება"

5d9b7a74afe44
თელარა გელანტია
07.10.19 21:46
911
„აჭარის რეგიონში წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას დამატებითი ფინანსური რესურსი მოხმარდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი ჰოტელში" საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამები უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის და უზრუნველყოფს წყალმომარაგების სისტემის, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენეროუსაფრთხოების გაზრდას.

„KfW-ს მხარდაჭერით, 60 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიიმართება ქალაქ ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, ხოლო დამატებით 1,8 მლნ ევრო გრანტის სახით გათვალისწინებულია ბათუმში 25 საბავშვო ბაღისა და ერთ-ერთი ისტორიული შენობის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვით რეაბილიტაციისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 6-7 ნოემბერს, დაგეგმილია სამთავრობო კონსულტაციები, რომელზეც განიხილება გერმანიისა და საქართველოს შორის როგორც მიმდინარე, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.