28.იანვარი .2020 14:35

აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მლრდ ლარს შეადგენს - თორნიკე რიჟვაძე

views 271
უკან

"აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს - ამ პროექტების განხორციელების შედეგად დასაქმდება 6000 ადამიანი" - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ  მთავრობის 2020 წლის პირველ სხდომაზე განაცხადა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში გასული წლის საინვესტიციო პროექტები შეაჯამა და 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.

აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა გაგრძელდეს ბიზნესის ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების შექმნა აჭარაში.

"გასულ წელს, საინვესტიციო ხელშეწყობის წესის ფარგლებში, აჭარაში განახლდა 45 პროექტზე მეტი, 1 მლრდ ლარის საინვესტიციო პორტფელით. მნიშვნელოვნია, რომ გავაგრძელოთ ბიზნესის ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების შექმნა აჭარაში. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში შეიქმნა 2 000 სამუშაო ადგილი და წელს გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გვქონდეს არანაკლებ 6 000 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

რეგიონში ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის გაზრდილი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილშიც 9 თვის მონაცემით, გვაქვს 43%-იანი ზრდა, საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდი ლარია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჯანსაღ საინვესტიციო გარემოს.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების ნაწილში გვაქვს შთამბეჭდავი შედეგი, 2019 წლის ბიუჯეტი 95%-ით შესრულდა“,- განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა