მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე: იანვარში აჭარის ბიუჯეტის შემოსავლები რეკორდული - ₾50 მილიონია

63f4840e9907d
შოთა ტყეშელაშვილი
22.02.23 00:00
908
"იანვრის შემოსავლები აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 50 მილიონ ლარს შეადგენს", - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის მიმართულებით წელი ძალიან პოზიტიურად დაიწყო.

"იანვრის თვის შემოსავლები აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც რეკორდული მაჩვენებელია. ის 100%-ით აღემატება ყველა გასული წლის მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ როგორც ეკონომიკის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დარგების მაქსიმალურად ხელშეწყობას, რათა საბიუჯეტო შემოსავლები და ასევე მოქალაქეებისთვის გამიზნული შესაბამისი პროგრამები თანმიმდევრულად იზრდებოდეს”,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები