მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში 80 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს - თორნიკე რიჟვაძე

648b4371efed5
BM.GE
15.06.23 21:00
501
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის საქმიანობის 1 წლის ანგარიში წარადგინა. 

თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რეგიონში განათლების ხარისხის ზრდის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნის და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია და 2023 წლის ბიუჯეტი 105 მილიონი ლარით განისაზღვრა.

მისივე თქმით, 2022-2023 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა. 2022 წელს განხორციელდა 40 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია. 2023 წელს დაგეგმილია 10 საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყება, 70 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და 50 საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა.

განათლებისა და მეცნიერების ქალაქში დასრულდა ახალი ფიზიკა-მათემატიკის პროფილის სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, სკოლა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით.

დაიწყო პროფესიული სასწავლებლის ,,ბლექსის“ ახალი კორპუსის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება სახელოვნებო სკოლის მშენებლობა, რომელშიც 5 სახელოვნებო სკოლა იფუნქციონირებს.

აქტიურად გრძელდება უმაღლესი საგანამანთლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. 2023 წელს დაგეგმილია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1500 სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა, ასევე, აჭარაში მოქმედი სამი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1000 სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი შენობის მშენებლობის დაწყება.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში დასრულდა სატრენაჟორო- საწვრთნელი კონსტრქუციის მონტაჟის სამუშაოების პირველი ეტაპი, მოეწყო ახალი სივრცე მცურავი საშუალებებისა და სხვა საზღვაო მოწყობილობების მცირე ზომის ანალოგების (მაკეტების) შესაქმნელად.

განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება. 2022 წელს სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1130 სტუდენტი, 1 217 834 ლარით. ასევე, აჭარაში მოქმედ სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური დაუფინანსდა 1000 სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელთაც დავალიანება წარმოექმნათ პანდემიის პერიოდში.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი აგრძელებს სტუდენტებისა და ახალგაზრდების მხარადაჭერას, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული ზრდის პროგრამების შეთავაზებას, მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების რეალიზების ხელშეწყობას. 2022 წელს ჩატარდა 22 ღონისძიება, რომელშიც ჩაერთო 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები