03.დეკემბერი .2021 00:30

ადამიანებს კოვიდ-ვაქცინაცია ყოველწლიურად კიდევ ბევრი წელი დასჭირდებათ - Pfizer-ის ხელმძღვანელი

ადამიანებს კოვიდ-ვაქცინაცია ყოველწლიურად კიდევ ბევრი წელი დასჭირდებათ - Pfizer-ის ხელმძღვანელი
views 1329
უკან

ადამიანებს კოვიდ-ვაქცინაცია ყოველწლიურად კიდევ ბევრი წელი დასჭირდებათ, - ამის შესახებ კოვიდვაქცინის მწარმოებელი კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ BBC-ის განუცხადა. მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაცვის ძალიან მაღალი დონე შევინარჩუნოთ.

როგორც ცნობილია, კომპანია უკვე მუშაობს ვაქცინის გაუმჯობესებაზე, რომელიც ახალ შტამზე - ომიკრონზეც იმოქმედებს. განახლებული ვაქცინა, სავარაუდოდ, 100 დღეში იქნება მზად.

ბურლას თქმით, ვაქცინებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. წლის ბოლოსთვის, Pfizer-ს მსოფლიოსთვის 3 მილიარდი დოზა ექნება მიწოდებული, მომავალ წელს კი 4 მილიარდის მიწოდებას გეგმავს.

„2022 წელს, ქვეყნებს იმდენი ვაქცინა ექნებათ, რამდენიც დასჭირდებათ“, - აღნიშნა ალბერტ ბურლამ.

მისივე თქმით, Pfizer-ის ვაქცინამ მსოფლიო ეკონომიკას ტრილიონობით დოლარი დააზოგინა.