მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB GGU-ს მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში $40 მლნ-ს დააბანდებს

5f202c8e7ca32
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.20 18:45
1281
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისის წყალმომარაგების ქსელის ოპერატორის, GWP-ის მშობელი კომპანიის Georgia Global Utilities-ის მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში $40 მლნ დოლარი დააბანდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ADB ავრცელებს. 

ADB-ის ცნობით, მათ $20 მილიონი დოლარის ობლიგაციები უკვე შეიძინეს, ხოლო დამატებით $20 მილიონი ობლიგაციების შეძენა კი LEAP ფონდის მეშვეობით მოხდება. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, GGU-მ $250 მილიონი დოლარის მოცულობის, 5-წლის ვადიანობის ობლიგაციების გამოშვება განახორციელა. ფასიანი ქაღალდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. ობლიგაციების სარგებელი 7.75%-ს შეადგენს. 

ახალი ფასიანი ქაღალდები Fitch-ისგან B+ (სტაბილური) რეიტინგით, S&P-სგან კი B (პოზიტიური) რეიტინგით შეფასდა. ისინი ნომინალურ ფასად გაიცემა და გაიყიდება, მიღებული სახსრები კი GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე წყალმომარაგებისა და სანიტარულ სექტორში კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

GGU "საქართველოს კაპიტალის" ჯგუფის წევრი კომპანიაა. ის GWP-ის გარდა, რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის პროექტსაც ფლობს.