მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adidas-ის და Nike-ის წინააღმდეგ მათი კონკურენტი გამოძიების დაწყებას ითხოვს

5da4c9c27148f
BM.GE
14.10.19 23:12
2121
სპორტული ტანსაცლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Sports Direct-ი  ბაზარზე Adidas-ის და Nike-ის დომინირების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს. Sports Direct-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოპულარული ბრენდები ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, აკონტროლონ მიწოდებაც და სპორტული პროდუქციის ფასებიც.


კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ Adidas-მა მათ ცალკეული პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა წაართვა.


"Sports Direct-ი ფიქრობს, რომ თუ დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში შესაბამისი უწყებები გადახედავენ ამ ბაზარს, მთლიანად ინდუსტრიისთვის სარგებლის მომტანი იქნება", - აღნიშნულია Sports Direct-ის განცხადებაში.


Sports Direct-ი ბრიტანელი მილიარდერის მაიკ ეშლის კუთვნილი კომპანიაა.