მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Adidas: ვვარაუდობთ, რომ კომპანიის გაყიდვები მეორე კვარტალში 40%-ით შემცირდება

5ea69f3e0eb72
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.20 22:40
1252
მსოფლიოში ცნობილი სპორტული ტანისამოსისა და ინვენტარის მწარმოებელი კომპანია Adidas-ი ვარაუდობს, რომ კომპანიის გაყიდვები 40%-ით შემცირდება მეორე კვარტალში კორონAვირუსის პანდემიის გამო. როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე უჭირს კომპანიას ზუსტი პროგნოზის გაკეთება მთელი წლის და მეორე კვარტლის შედეგებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც კომპანიამ განაცხადა, პირველ კვარტალში Adidas-ის წმინდა გაყიდვები 19%-ით 4.75 მილიარდ ევრომდე შემცირდა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიური პერიოდის 5.16 მილიარდი ევროსი.

აღსანიშნავია, რომ ბრენდის მაღაზიების 70% დახურული იყო მსოფლიოს მასშტაბით პირველ კავრტალში COVID-19-ის გამო.

Adidas-ის პირველი კვარტლის წმინდა შემოსავალმა 26 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 96%-ით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

როგორც კომპანია აცხადებს, ერთადერთი ნაწილი, სადაც ზრდა ფიქსირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით „ონლაინ გაყიდვებია“.

„Adidas-ის ონლაინ გაიყიდვები ჩინეთში 35%-ით, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 55%-ით გაიზარდა პირველ კვარტალში. იმედია რომ ონლაინ გაყიდვების კუთხით იგივე ტენდენცია შენარჩუნდება მეორე კვარტალშიც“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კასპერ როსტიდმა.