კომპანია Adobe საკუთარ პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი სურათების გაყიდვას იწყებს.
Adobe Stock მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პლატფორმაა საავტორო უფლებების დაცვით ფოტოსურათების ლეგალურად შესაძენად. აღნიშნულ სერვისს განსაკუთრებით ხშირად იყენებენ მედიაპლატფორმები და გამოცემები.
ახლა უკვე Adobe-ს პლატფორმაზე არტისტებს არა მარტო საკუთარი ნამუშევრების, არამედ AI-ის მიერ გენერირებული მასალების განთავსებაც შეეძლებათ, იქნება ეს Midjourney-სა თუ DALL-E-ს მიერ შექმნილი სურათები თუ კომპოზიციები.
ხელოვნების სფეროში AI უკვე რამდენიმე წელია გამოჩნდა, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათები კი ტექნიკური თუ არტისტული თვალსაზრისით არ ჩამოუვარდება რეალური არტისტების შემოქმედებას, ამას ისიც ცხადყოფს, რომ AI-ს მიერ შექმნილმა რამდენიმე ნიმუშმა საერთაშორისო კონკურსშიც მოახერხა გამარჯვება.
ექსპერტების ნაწილის შეფასებით, Adobe-ს გადაწყვეტილება არასამართლიანია, რადგან ის ხელს შეუწყობს ბაზრიდან რეალური შემოქმედების, ფოტოგრაფების, გრაფიკული დიზაინერებისა და მხატვრების განდევნას, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ AI-ს ერთდროულად ათასობით ნიმუშის დაგენერირება და მოთხოვნებთან ადაპტირება შეუძლია, რაც რეალური ადამიანისთვის უბრალოდ შეუძლებელია.
Adobe-სგან განსხვავებით, საკუთარ პლატფორმაზე AI-ს დაშვებისგან თავს იკავებს Getty Images. კომპანიის დირექტორის განმარტებით, AI ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევისა და ხელოვნების ბაზრის პრინციპების დარღვევის რისკებს შეიცავს.
1982 წელს დაფუძნებული Adobe მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 154 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის Photoshop-ის, Premier-ის, After Effects-ისა და Illustrator-ის მეშვეობით ვიზუალური ხელოვნების გლობალური ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება