მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტებმა მუშაობა განაახლეს - საბერძნეთი ტურისტების მოლოდინშია

5ee74bb35582b
ნათია თაქთაქიშვილი
15.06.20 17:08
674
სამთვიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის აეროპორტებმა მუშაობა განაახლეს. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას იწყებს.

ახალი წესების მიხედვით, იმ ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებს, რომლებიც ევროკავშირის ავიაციის სააგენტოს მიერ მომატებული რისკის ქვეყნებადაა შეფასებული, COVID-19-ზე ტესტი აეროპორტშივე ჩაუტარდებათ. ტესტის პასუხის მიხედვით კი გადაწყდება, საჭიროებს თუ არა პირი 14-დღიანი კარანტინის გავლას.

ცნობილია, რომ შეზღუდვები იმოქმედებს ბრიტანეთიდან და თურქეთიდან ჩასული ტურისტებისთვის.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ადამიანების უსაფრთხოებაა.

„შეგიძლიათ, საბერძნეთში ჩამოხვიდეთ, არაჩვეულებრივ გამოცდილებას მიიღებთ, შეგიძლიათ დასხდეთ ვერანდაზე, დატკბეთ არაჩვეულებრივი ხედებით, მაგრამ არ გვსურს, გიხილოთ სანაპიროზე გადაჭედილ ბარში, გარკვეული აქტივობები ამ ზაფხულს ნებადართული არ იქნება“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში COVID-19-ის 3 121 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 183 ადამიანი.