მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას საბერძნეთის ტურიზმსა და პროდუქტის წარმოებაზე?

64c11e25d483f
სალომე ხიდურელი
27.07.23 01:00
552
გასულ კვირას საბერძნეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი შაბათ-კვირა დაფიქსირდა, ტემპერატურამ 50 ცელსიუსს გადააჭარბა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

ყოველწლიურად, საფრანგეთის კუნძული კოსის ქვიშიან სანაპიროებსა და ლურჯ-თეთრ შენობებს, დაახლოებით, 1.3 მილიონი დამსვენებელი სტუმრობს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ კუნძულის ტურისტულად მიმზიდველი რეპუტაცია, შესაძლოა, შეიცვალოს.

საფრანგეთში გახანგრძლივებული სიცხის ტალღებმა, შესაძლოა, დამსვენებლებს მომავალი წლების ივლის-აგვისტოშიც აქ მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ უბიძგოს. გარდა ამისა, ადგილობრივი ფერმერები და კომპანიები მაღალი ტემპერატურის გავლენას საკუთარ წარმოებაზე უკვე გრძნობენ.

მაგალითად, ზეთისხილის ხეებს გაზრდისთვის შედარებით გრილი კლიმატი სჭირდებათ, გვალვის გამო კი მათი სწორი ზრდა შეფერხებულია. როგორც ადგილობრივმა ფერმერმა Euronews-ს განუცხადა, ზეითუნის ზეთის წარმოება არა მხოლოდ კოსზე, არამედ მთელი საბერძნეთის მასშტაბით შემცირდა და მომდევნო წლებში საერთო წარმადობის 60-70%-იან კლებასაც ვარაუდობენ.

კლიმატის ცვლილების გამო პრობლემა საბერძნეთის მეფუტკრეობასაც ექმნება. თბილი ზამთრის პირობებში ფუტკრებმა შეუსვენებლად ზუსტად ისე იმუშავეს, როგორც, ჩვეულებისამებრ, გაზაფხულზე იტვირთებიან ხოლმე. ყვავილების ადრე გახარებამ კი მათი ადრეული ჭკნობაც გამოიწვია. როგორც ადგილობრივი მეფუტკრე აღნიშნავს, წლევანდელი თაფლის წარმოება გასული წლისას, პირველ რიგში, რაოდენობრივად ჩამორჩება, თუმცა სათუოა თაფლის ხარისხიც.

ტურიზმსა და მეფუტკრეობასთან ერთად, სიცხის ტალღები ბერძნული ღვინის წარმოებასაც აფერხებს. ბერძნული ღვინის ინდუსტრია კოსის კუნძულს ჯერ ახლა სცდება, თუმცა ჰაერის ტემპერატურის მატების გამო ყურძნის ქიმიური კომპოზიცია იცვლება, რაც მისგან წარმოებული სასმლის გემოსაც ცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები