20.სექტემბერი .2020 00:10

„აეროპორტში პირველი ბილბორდი გხვდება, რომ კაზინოა თურმე შენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობა“

views 1788
უკან

„ლელო საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის დღეს არსებული მოდელის გამო მთავრობას აკრიტიკებს. აკრიტიკებს მათ შორის იმის გამოც, რომ აეროპორტში ჩამოსულს პირველი, რაც თვალში ხვდება ბილბორდზე განთავსებული კაზინოს რეკლამაა, რაც თითქოს ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობა იყოს.

„დღეს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა შეადგენს 14 მლრდ ლარს. ეს არის იმხელა ციფრი, რაც არის ჩვენი ბიუჯეტი ანუ ერთ ინდუსტრიას 14 მილიარდის ბრუნვა აქვს და ბიუჯეტში შედის დაახლოებით 146 თუ 160 მლნ ლარი. არის თუ არა ეს ბიზნესი გამჭვირვალე? ეს ბიზნესი გამჭვირვალე არ არის იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის შენატანები, ვინც თამაშობს, არ ჩანს სისტემაში იმიტომ, რომ არის უამრავი მექანიზმი როგორ დაიმალოს, რომ იდენტიფიკაცია არ მოხდეს ადამიანების, ვინც არის ამით დაკავებული ან დაავადებული.

მეორე, ის არ იბეგრება სამართლიანად ანუ არ არის ეს ადექვატური იმ იმიჯთან თუნდაც, რაც ჩვენს ქვეყანას მიეწება სათამაშო ბზინესის და კაზინოების თვალით. შეიძლება რაღაცაზე თვალი დახუჭო რამდენიმე წელი და თქვა, რომ სამაგიეროდ მე ამ ბიზნესის ლიბერალიზაციით მივიღე სერიოზული თანხა და ამ თანხით გადავწყვიტე სხვა პრობლემა, თუნდაც ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, განათლების პრობლემა. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. საქართველო აღიქმება როგორც ფულის სამრეცხაო მანქანა სამწუხაროდ და ჩვენი იმიჯი, როცა ჩამოდიხარ აეროპორტში პირველი ბილბორდი გხვდება, რომ კაზინოა თურმე შენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობა. ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი“-განაცხადა ხაზარაძემ Forbes Talks-ში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა