მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფრიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

5e46e866aaf5a
თამთა ჯიჯავაძე
14.02.20 22:31
1577
აფრიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირების შემთხვევა ეგვიპტეში გამოავლინეს. „ევრონიუსის“ ცნობით, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, პაციენტი უცხოელია, რომელსაც სიმპტომები არ ჰქონდა, თუმცა, ჩასვლისას შეამოწმეს.

მას ჩაუტარდა ლაბორატორიული ტესტი და ვირუსი დადასტურდა. შემთხვევის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უკვე აცნობეს.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 63 851 შემთხვევა დადასტურდა, ვირუსით ჩინეთში დაიღუპა 1380 ადამიანი.