მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ეგვიპტეში დასვენება? - „პეგას ტურისტიკ ჯორჯიას" შეთავაზება მომხმარებელს

646c64313b622
მარიამ იზორია
23.05.23 11:35
2758
„პეგას ტურისტიკ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ტურპაკეტების ფარგლებში, წლევანდელ ზაფხულის სეზონზე ქართველ დამსვენებელს საშუალება ეძლევა ეგვიპტეში, კერძოდ, შარმ-ელ-შეიხში განსაკუთრებული დასვენება მოიწყოს.

მაღალი კლასის სასტუმროები ყველა საჭირო მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით, წითელი ზღვის სანაპირო, ტური ღირსშესანიშნაობების სანახავად - ეს იმ სერვისების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დამსვენებელი „პეგას ტურისტიკ ჯორჯიას“ ორგანიზებით ნებისმიერ ქართულ ტურისტულ კომპანიაში შეძენილი პაკეტის ფარგლებში მიიღებს.

კომპანიის გენერალური დირექტორი სალომე ბერაია „საქმიანი დილაში“ სტუმრობისას აღნიშნავს, რომ დამსვენებლისთვის ზაფხულის სეზონზე ნომერ პირველ მიმართულებად კვლავ თურქეთი რჩება, თუმცა აქტიურდება ეგვიპტეც.

„ქართველი დამსვენებლისთვის ნომერ პირველ მიმართულებად რჩება თურქეთი, კონკრეტულად ანტალია. წელს კი პირველად გვინდა დამსვენებელს ზაფხულში ეგვიპტის, შარმ-ელ-შეიხის, მიმართულება შევთავაზოთ.

ეგვიპტე ყოველთვის ასოცირდება ზამთრის კურორტთან, თუმცა ზაფხულის სეზონზე დამსვენებელი არანაკლებ სიამოვნებას მიიღებს. ხშირად დამსვენებელს ეგვიპტეში ზაფხულის სიცხეები აშინებს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ შარმ-ელ-შეიხში მომხმარებელს სიცხე წითელი ზღვის, სასტუმროში არსებული შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ღამის სიგრილეების გამო არ შეაწუხებს“, - განმარტავს სალომე ბერაია.

„პეგას ტურისტიკ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ტურპაკეტების ღირებულებაზეც საუბრობს და როგორც ის აღნიშნავს, ეს დამსვენებლის მოთხოვნებზეა დამოკიდებული.

„ყველა მიმართულება ყველანაირ ბიუჯეტზეა გათვლილი. ფასები 600 დოლარიდან იწყება. გვაქვს შეკრული ტურპაკეტები, all inclusive სერვისი, რეზორტის ტიპის სასტუმროებში. ამ შემთხვევაში არ გვაქვს დანამატი ხარჯი, მათ შორის არც კვების. დამსვენებელი სასტუმროს ტერიტორიაზეა.

ჩვენს სტანდარტულ ტურპაკეტებში სასტუმროში განთავსება, შეუზღუდავი კვებითა და სასმელით, ორმხრივი ავიაბილეთები პირდაპირ ჩარტერულ რეისებზე, დაზღვევა და ტრანსფერი შედის“ - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.

No description available.
No description available.
No description available.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები