31.ივლისი .2021 16:10

„აგროდაზღვევაში“ სახელმწიფოს როლი ძალიან მაღალია - თამუნა ჭკადუა

„აგროდაზღვევაში“ სახელმწიფოს როლი ძალიან მაღალია - თამუნა ჭკადუა
views 275
უკან

„ალდაგის“ საცალო გაყიდვების დირექტორი, თამუნა ჭკადუა აცხადებს, რომ „აგროდაზღვევა“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საპილოტე პროექტია, რომელიც აქამდე განხორციელდა. როგორც მან #BMGDRIVE-ში სტუმრობისას თქვა, აგროდაზღვევის პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს სახელმწიფოს.

ცნობისთვის, „ალდაგმა“ აგროდაზღვევის გაყიდვები 2012 წლიდან, ხოლო სახელმწიფოსთან ერთად პროექტში ჩართულობა 2014 წლიდან დაიწყო. "სხვათა შორის, ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი წარმატებული საპილოტე პროექტია, რომელიც განხორციელდა, რადგან მანამდე დაზღვეული ფერმერი პრაქტიკულად არ გვყავდა.

ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაში ასეა, რომ სახელმწიფოს როლი აგროდაზღვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ბერკეტები გამოიყენონ იმისთვის, რომ ფერმერები მიეჩვიონ აგროდაზღვევას. რეალურად, მივიღეთ სურათი, რომ დღეისთვის ფერმერებმა იციან, რომ აგროდაზღვევის პოლისის შეძენა შეუძლიათ. შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ წელს სეტყვა არ მოვა და თავს იკავებს ყიდვისგან, თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ჭკადუამ.

მისივე თქმით, დღეისთვის ითვლება, რომ ეს სფერო საკმაოდ განვითარებულია.

„ათეულობით ათასი მარტო ჩვენი მომხმარებელია, თუმცა სეგმენტი გაცილებით დიდია, მეტი გაშლა და მეტი ხელმისაწვდომობა გვჭირდება, თუმცა პრაქტიკულად ყველა რეგიონში ვართ წარმოდგენილი“, - განაცხადა ჭკადუამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა