23.აგვისტო .2020 22:00

აგროსახლი „ქორენა“: პერსონალის შენახვას ვერ ვახერხებთ

views 407
უკან

იმერეთში, გენალთის მონასტერთან მდებარე აგროსახლი „ქორენა“ პერსონალის შენახვას ვერ ახერხებს. როგორც bm.ge-სთან საუბრისას მისმა დამფუძნებელმა მაიკო კეზევაძემ აღნიშნა, აგვისტოში აგროსახლის დატვირთულობა 10%-ია.

მისივე თქმით, მართალია, ამ პერიოდში დამსვენებლები უფრო აჭარას სტუმრობენ, თუმცა პანდემიამდე ორასწლოვან ოდას სტუმარი არც აგვისტოში აკლდა.

„დღეს კი, ეს სიცარიელე იმდენად შესამჩვევია, რომ პერსონალის შენახვას ვერ ვახერხებთ. ჩვენ მხოლოდ იმერული ვახშმისთვის გვსტუმრობენ და ისიც წინა თვეებთან შედარებით - ნაკლებად. დარჩენით კი, ძალიან იშვიათად რჩება სტუმარი. აგვისტოში ჩვენთან ღამე სულ 12-მა ვიზიტორმა გაათია. ვფიქრობ, სექტემბერი უფრო აქტიური იქნება, სხვა შემთხვევაში, თანამშრომლების შენახვა ძალიან გამიჭირდება“, - განაცხადა მაიკო კეზევაძემ.

ინფორმაციისთვის: აგროსახლი 2007 წელს დაარსდა. ის ქუთაისიდან შვიდ კილომეტრში მდებარეობს.კულინარიული მასტერკლასები, რთველი და სხვადასხვა აქტივობები, რომელიც აგრო ტურიზმს უკავშირდება ობიექტს ტურისტებისთვის მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა