მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს

5e707d8619bf4
BM.GE
17.03.20 11:36
1914
აღსრულების ეროვნული ბიურო მოგიწოდებთ, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მობრძანებისაგან და სააღსრულებო პროცედურებთან დაკავშირებით ისარგებლოთ დისტანციური სერვისებით:

▪ სატელეფონო კონსულტაცია - (032) 2 749 649
სატელეფონო კონსულტაციით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის, გადახდის იდენტიფიკატორისა და ზოგადი პროცედურების შესახებ;

▪ ვებ-პორტალი - my.gov.ge
ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ:
▫ სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო მოქმედებები დაიწყება დოკუმენტის დედნის მოწოდების შემდეგ);
▫ ნებისმიერი ტიპის განცხადება და მიიღოთ პასუხი;
▫ ფაქტების კონსტატაციის მოთხოვნა;
▫ მოვალეთა რეესტრის ამონაწერის მოთხოვნა და მიიღოთ დოკუმენტი;
ამავდროულად, my.gov.ge-ს საშუალებით:
▫ მიიღოთ პასუხი მიმდინარე საქმის შესახებ მოთხოვნილ ინფორმაციაზე ელექტრონული კანცელარიის საშუალებით;
▫ წარმოადგინოთ გამარტივებული საქმისწარმოების მიმდინარე საქმეებზე დამატებითი დოკუმენტაცია;

▪ვებ-პორტალი: მოვალეთა რეესტრი debt.reestri.gov.ge  
ვებგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინფორმაცია მოვალეთა რეესტრში თქვენი რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ;

▪ ვებ-პორტალი: ელექტრონული სააღსრულებო წარმოება nbof.reestri.gov.ge
ვებგვერდის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი სააღსრულებო საქმისწარმოების მიმდინარეობისა და განხორციელებული მოქმედებების შესახებ;

▪ ელექტრონული ფოსტა - info@nbe.gov.ge
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოითხოვოთ და მიიღოთ საჯარო ინფორმაცია

▪ ფეისბუქ მესენჯერი - აღსრულების ეროვნული ბიურო https://www.facebook.com/nbe.gov.ge    
მოგვწერეთ სოციალური ქსელის მეშვეობით და მიიღეთ ინფორმაცია ზოგადი სააღსრულებო პროცედურების შესახებ.
ყველა ვებ-პორტალი შეგიძლიათ იხილოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე: nbe.gov.ge