ფრანგული ავიაკომპანია Air France-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ანახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას avianews ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საქართველოში ფრანგული ავიაკომპანიის გენერალურ აგენტ კომპანია APG Georgia-ში განმარტავენ, რომ Air France სეზონურ ფრენებს პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 1-ლი აგვისტოდან შეასრულებს.
Air France პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. ავიაკომპანიის გეგმა აქტიური იქნება 22 ოქტომბრის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ხუთ ქვეყანას უხსნის საზღვრებს, მათ შორისაა საფრანგეთიც.