მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb: კორონვირუსის გამო, ჩვენი მასპინძლების ნაწილი ქონების გაყიდვას გეგმავს

5ede1981412a4
ნათია თაქთაქიშვილი
08.06.20 15:10
964
კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის და საერთაშორისო ტურიზმის შეწყვეტის გამო, ონლაინ მოგზაურობის პლატფორმა Airbnb-ი აცხადებს, რომ მათი მასპინძლების ნაწილი ქონების გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ონლაინ მოგაზურობის პლატფორმა აცხადებს, უძრავი ქონების მფლობელები კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და  ბოლო სამი თვის განმავლობაში, ჯამურად, ძალიან დიდი შემოსავალი დაკარგეს.

Airbnb-ის განცხადებით, მსგავს გადაწყვეტილებას მათი მასპინძლები იმიტომ იღებენ, რომ გაუქმებული შეკვეთების, ტექნიკური ხარჯების, იპოთეკური სესხებისა და გადასახადების გამო, ყოველ თვე ათასობით დოლარს ზარალობენ.

„Airbnb-ი მთელი ძალისხმევით ცდილობს კომპანიის პარტნიორი მასპინძლების მხარდაჭერას და ამ მიზნით, 250 მილიონი აშშ დოლარი უკვე გამოყო და ასევე, 17 მილიონი აშშ დოლარი იმ მასპინძლებისთვის, ვისაც ჯავშნები გაუუქმდა COVID-19-ის პანდემიის გამო“, - აღნიშნულია Airbnb-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ონლაინ მოგაზურობის პლატფორმის განცხადებით, Airbnb-იც თანამშრომლების, დაახლოებით, 25%-ს ანუ 1,900 კაცს დაითხოვს.

აღსანიშნავია, რომ კრიზისამდე კომპანიაში 7,500 ადამიანი მუშაობდა. Airbnb-ის დათხოვნილი თანამშრომლები მომდევნო 14 კვირის ხელფასს მიიღებენ, რასაც დაემატება კომპენსაცია, რომელსაც მათ მიერ კომპანიაში გატარებული დრო განსაზღვრავს.