მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb მომხმარებლებს სთხოვს ბინების გამქირავებლებს ფული შესწირონ

5f12a87965b6d
მარიამ ადამია
18.07.20 22:30
1506
მას შემდეგ, რაც პანდემიამ გაანადგურა airbnb-ის შემოსავლები მთელს მსოფლიოში, მოკლევადიანი გაქირავების პლატფორმამ გადაწყვიტა სტუმრებს  მოუწოდოს ფულადი შემოწირულობები გაიღონ მასპინძლებისთვის, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზარალეს, რათა მათ ძველი პოზიციების დაბრუნებაში დაეხმარონ.

ეს არის ახალი ინსტრუმენტი და კიდევ ერთი ძალისხმევა ფინანსური პრობლემების შესამცირებლად, თუმცა ამჯერად ყოფილი სტუმრების წვლილის შეტანის გზით. როგორც Airbnb-ის სპიკერმა BusinessInsider- ს განუცხადა, მიღებული შემოსავლის 100% გადადის სრულად მასპინძლებზე, თუმცა ამ ფაქტს, უარყოფითად შეხვდნენ airbnb-ის მომხმარებლები, რომლებიც ანალოგიურად ცდილობენ ფულის დაზოგვას პანდემიის ფონზე და ებადებათ კითხვა, თუ რატომ უნდა იყოს მათი პასუხისმგებლობა მასპინძლების მხარდაჭერა.

რაც შეეხება მასპინძლების პოზიციას, არც ეს მხარე აღმოჩნდა სრულად კმაყოფილი გამომდინარე იქედან, რომ Covid-19-ის გავრცელების პარალელურად საიტმა გაამარტივა ჯავშნის გაუქმების პოლიტიკა, რაც მათ გაცილებით ძვირი დაუჯდათ, ხოლო მარტში, Airbnb-მ განაცხადა, რომ 250 მილიონ დოლარს დახარჯავდა იმ ადამიანების კომპენსაციაზე, რომლებმაც სტუმრები კორონავირუსის გამო დაკარგეს. თუმცა რეალურად ეს ვერ აანაზღაურებს ზარალს, რომელიც მასპინძლებმა მიიღეს, რადგან  ფინანსური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდება მეგაჰოსტების შემთხვევაში, რომლებიც 10-20 სახლს ფლობენ და აქირავებენ ერთდროულად.

თავად ინიციატორ Airbnb– ს კი, ამ დროისთვის კომენტარი და განმარტება არ გაუკეთებია და არც შეფასებებს გამოხმაურებია.