მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიის პოლიცია Airbnb-ს €779 მილიონის ჩამოართმევს

airbnb

6 ნოემბერს იტალიის ფინანსურმა პოლიციამ განაცხადა, რომ ონლაინ განსახლების სერვისს Airbnb-ს გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით €779 მილიონზე მეტს ჩამოართმევს - ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს.

მილანის პროკურორები საიტს 2017 წლიდან 2021 წლამდე საშემოსავლო გადასახადების გადაუხდელობაში ადანაშაულებენ. მილანის პროკურორის მარჩელო ვიოლას მიერ ხელმოწერილი ბრალდების მოკლე შინაარსის მიხედვით, Airbnb-ს ყველა მოკლევადიანი გაქირავებისთვის საჭირო უცვლელი გადასახადი არ გადაუხდია.

Airbnb-მ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საკითხის მოსაგვარებლად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ჩვენ მომხდარით გაკვირვებულები და იმედგაცრუებულები ვართ და ამ საკითხის მოსაგვარებლად, 2023 წლის ივნისიდან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საგადასახადო სააგენტოსთან. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვიმოქმედეთ კანონის სრული დაცვით” - განუცხადა კომპანიამ AFP-ს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს Airbnb-მ იტალიის კანონი გაასაჩივრა, რომელიც კომპანიას და სხვა მოკლევადიანი გაქირავების პროვაიდერებს ავალდებულებს, საგადასახადო ორგანოებს შემოსავლის 21% გადაუხადონ.

ფირმა ამტკიცებდა, რომ დაბეგვრის შესახებ იტალიის მოთხოვნები ევროკავშირის 27 ქვეყნის ბლოკში მომსახურების გაწევის თავისუფლების შესახებ პრინციპს ეწინააღმდეგება.

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ მოგვიანებით დაადგინა, რომ Airbnb-მ უნდა შეასრულოს იტალიის მოთხოვნები.

ინფორმაციისთვის: ბოლო წლებში იტალიის ხელისუფლებამ გააძლიერა საგადასახადო პრაქტიკის კონტროლი ისეთი მსხვილი კომპანიების, როგორიცაა Airbnb, რომელიც ქვეყანაში 2008 წლიდან ოპერირებს. იტალიაში მემამულეები ვალდებულნი არიან თავიანთ შემოსავლებზე 21%-იანი გადასახადი გადაიხადონ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები