მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი არავაქცინირებული პირებისთვის შაბათ-კვირას რესტორნებსა და სავაჭრო მოლებში დაშვებას კრძალავს

6126593bd6d0c
BM.GE
25.08.21 18:54
1502
ყაზახეთში არავაქცინირებული პირები შაბათ-კვირას რესტორნებსა და სავაჭრო მოლებში აღარ დაიშვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო reuters ავრცელებს.

ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას სავაჭრო მოლებსა და რესტორნებში შესასვლელად პირებს ვაქცინაციის დამდასტურებელი მოწმობის ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება ექნებათ. შეზღუდვა ძალაში 28 აგვისტოდან შევა ძალაში.

ამასთან ყაზახეთში სექტემბრიდან სკოლების გახსნა იგეგმება, რომლებიც 2020 წლის მარტის შემდეგ დახურული იყო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყაზახეთში კორონავირუსის 823 189 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 8 643-ს შეადგენს.