მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგი" პოლისების გასაცემად ბლოკჩეინ ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს

5ec2b05733b6d
ნინი ლონგურაშვილი
18.05.20 21:40
1527
"ალდაგისთვის” ორი ძალიან თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა იყო უნიკალური გადაწყვეტა, რომ ჩვენ პოლისების გაცემა განგვეხორციელებინა სრულად ელექტრონულად და მოვახერხეთ, რომ დღეს ეს მომსახურება არის ციფრული”, – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში “ალდაგის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა ისაუბრა.

“როდესაც პანდემიის შესახებ გავიგეთ, პირველ რიგში, განისაზღვრა პრიორიტეტები, შეიქმნა კომპანიაში ანტიკრიზისული საბჭო და სანამ რეგულაციები დაწესდებოდა ქვეყანაში, ჩვენ კომპანია გავყავით A და B ჯგუფებად, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა არის პრიორიტეტი. როცა შევატყვეთ რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში რთულდებოდა, საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კომპანია სრულად უნდა გადასულიყო დისტანციურზე. ანუ, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მზადება იმისთვის, რომ კომპანიას არ გაეჩერებინა ოპერირება. მყისიერად, ჩვენმა განვითარების დეპარტამენტმა შეცვალა პრიორიტეტები რაც გვქონდა და დავიწყეთ მუშაობა იმაზე, თუ როგორ შეგვეძლო ზარალების ანაზღაურება დისტანციურად და როგორ შეგვეძლო პოლისების გაცემა", – განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, მოწინავე პრიორიტეტი ავტომობილების დაზღვევაა და "ბევრჯერ გვსმენია, რომ გაციფრულდა ეს პროდუქტი. თუმცა მაინც გიწევდა ავტომობილის მიყვანა, სურათის გადასაღებად და რეალურად, ეს პროცესი ვერ სრულდებოდა სრულად დისტანციურად".

"მეორე მთავარი პრობლემა პოლისების გაცემაში, არის პიროვნების იდენტიფიკაცია. ამიტომ ჩვენმა დეპარტამენტმა და ანტიკრიზისულმა საბჭომ შემოგვთავაზა ორი გადაწყვეტა. ერთი არის ბლოკჩეინი, ბლოკჩეინ ტექნოლოგია ზუსტად იმას უზრუნველყოფს, რომ ხელშეკრულების ნამდვილობა დადასტურდეს, როდესაც ხელშეკრულება ციფრულად იდება, ეს უნიკალური კოდით შემდეგ ისახება ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე. ეს იყო ალდაგისთვის უნიკალური გადაწყვეტა, და მეორე – ადამიანის იდენტიფიცირების თემა რომ ყოფილიყო უზრუნველყოფილი, ამიტომ გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტი, ის ახდენს ადამიანის იდენტიფიცირებას და ამ მხრივაც ეს პრობლემა გადაწყდა. ანუ ორი ძალიან თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვით, მოვახდიენთ პოლისების სრულად ელექტრონული ფორმით გაცემა და აქვე ვიტყვი, რომ კომპანია ახერხებს ციფრულად ზარალების ანაზღაურებას", – დასძინა "ალდაგის" გენდირექტორმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აპრილ-მაისში, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი იყო, ანაზღაურდა 1 000 ზარალზე მეტი და დაახლოებით 3 მლნ ლარამდე.