07.სექტემბერი .2020 13:55

ალექსანდრე ძნელაძე: სულ 2-მლნ სესხზე მეტი გადავადდა

views 280
უკან

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ პანდემიის მიერ საბანკო სექტორზე ასახულ გავლენებზე ისაუბრა. ძნელაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ ის გამოწვევები, რომელიც მარტში იყო, ეკონომიკაზე აისახა, თუმცა საბანკო სექტორმა ადეკვატურად იმოქმედა.


“პრაქტიკულად ვიცით, რომ შემდეგი ორი წელი ცხოვრება ამ რეჟიმში მოგვიწევს. საბანკო სექტორი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც არსებულ გამოწვევებს ადეკვატური პასუხი გასცა. მან მომხმარებლებს მასიური გადავადებები შესთავაზა, ხოლო სექტორი სრულად გადაეწყო.


სექტემბერში, ყველა პირს, რომელმაც 6-თვიანი გადავადებით ისარგებლა, სესხის შეტანა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ მარტში, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით პანდემია რას გამოიწვევდა, საბანკო სექტორმა მომხმარებლებს საკუთარი ვალდებულებების 3 თვით გადავადება შესთავაზა.


ჯამში 2-მლნ სესხზე მეტი, ხოლო ერთიანი მოცულობით, დაახლოებით, 18 მლრდ ლარი გადავადდა და ეს უპრეცედენტო გადავადება იყო. იქიდან გამომდინარე, რომ პროცენტის, რომელიც მომხმარებელს ამ გადავადების პროცესში ერიცხებოდა, კაპიტალიზაცია არ მოხდა და ეს თანხა მსესხებლებს მთლიან ვადაზე გადაუნაწილდათ.


სამი თვის შემდეგ, ივნისში უკვე იყო ის სიტუაცია, რომ მოწყვლადი ჯგუფები შეგვესწავლა. მეორე ტალღით სესხების გადავადებით წინაზე მნიშვნელოვნად ნაკლებმა ადამიანმა ისარგებლა. მეორე გადავადებაზე ჯამში, 200 ათას ადამიანამდე ისარგებლა, ხოლო სულ 500 ათას სესხზე, და 5 მლრდ ლარზეა საუბარი", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა