მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე მოწერელია: თუ აგრარული ბაზრები არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, მოგვიწევს დავხუროთ

5e848de5e758d
ინგა მურუსიძე
01.04.20 16:58
889
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალურ დისტანციას და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათი ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები  მოვაჭრეებს აძლევენ.

ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ბაზრებს ბოლო გაფრთხილება მიეცათ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„მინდა შევეხო რეგიონის აგრარული ბაზრების თემას, ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე შეხვედრა და არ შევწყვიტეთ მათი ფუნქციონირება, შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ მონიტორინგი, გაეცათ რეკომენდაციები, რომელიც უნდა შეესრულებინათ - ეს ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული, რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

ამდენად, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდის, სენაკის და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის, ჰიგიენა და დისტანცია. ის, რაც დღეს ბაზრებში ხდება, არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ, ვთხოვთ მათ, ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას”, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.