მიმდინარე კვირას ინვესტორთათვის ცნობილი გახდა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Alibaba-ს კვარტალური ანგარიში. უნდა აღინიშნოს, რომ ჯეკ მას მიერ დაფუძნებული კომპანიის შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა.
Alibaba გარდა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ონლაინვაჭრობის სერვისისა, კიდევ არაერთ სექტორშია წარმოდგენილი, მათ შორის: ქლაუდ მომსახურებები, ხელოვნური ინტელექტი, გართობა და ციფრული მედია და სხვა.
ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა 30 ივნისს დასრულებულ კვარტალში ჯამურად, დაახლოებით, 30.7 მილიარდი დოლარის შემოსავლები მიიღო. აქედან ჩინური კომერციის სეგმენტის წილი, დაახლოებით, 21.1 მილიარდი დოლარია (1%-იანი კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), ხოლო ქლაუდ სეგმენტის წილი 2.6 მილიარდ დოლარს აღემატება (10%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
ამის ფონზე, კომპანიის წმინდა მოგებამ 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის პორტალებს (Aliexpress, Lazada, Trendyol და Daraz), მათმა ჯამურმა შემოსავლებმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 4%-იანი კლება განიცადეს. კომპანიის ხელმძღვანელობა ამას გარე ფაქტორებით ხსნის, მათ შორის ევროს გაუფასურებით ამერიკულ დოლართან მიმართებით და მიწოდების ჯაჭვის მართვის პროცესში წარმოქმნილი შეფერხებებით, რომლებიც გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით.
გარდა ამისა, საერთაშორისო ონლაინკომერციის შემოსავლების კლების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ევროკავშირის მიერ შეცვლილი VAT წესები (VAT – Value-added Tax, ანუ გადასახადი, რომელიც გადაიხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლისა და მომსახურების გაყიდვისთვის) Alibaba Group-ის ერთ-ერთი პროექტია Cainiao, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, მიწოდების სერვისით არის დაკავებული. ამ პროექტიდან მიღებული შემოსავლები 2.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც დაახლოებით, 7%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Cainiao თავის მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი ნივთის მიტანის სერვისს ჩინეთის ნებისმიერ რეგიონში 24 საათის განმავლობაში.
რაც შეეხება გართობისა და ციფრული მედიის სეგმენტს, აქ წარმოდგენილია Alibaba-ს კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - Youku. ამ კვარტალში თითოეული გამომწერის მიერ გადახდილი საშუალო თანხა 15%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით გამოწვეულია ხარისხიანი კონტენტის მიწოდებით. ინვესტორებისთვის პოზიტიური ინფორმაცია იყო ის ფაქტიც, რომ ამ კვარტალში კომპანიის ხელმძღვანელობამ, დაახლოებით, 3.5 მილიარდი დოლარის აქციები გამოისყიდა.
დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგები ინვესტორებმა დადებითად მიიღეს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Alibaba-ს აქციების ღირებულება 1.8%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 263 მილიარდ დოლარს აღწევს.
საგულისხმოა, რომ ერთწლიან ჭრილში Alibaba-ს აქციების ღირებულება 51%-ითაა შემცირებული, რაც ზოგადი საფონდო ბირჟის დაღმასვლით, გლობალური მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებითა და ჩინეთის მთავრობის მხრიდან Alibaba-სა და მისი დამფუძნებლის ჯეკ მას მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებითაა განპირობებული.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი