„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მიერ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის გაწეული მომსახურების ვადები და საფასური იცვლება. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება 2023 წლიდან ამოქმედდა და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებების ჩამონათვალს ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირებაც დაემატა.
კერძოდ, საქართველოში წარმოებულ და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილ ღვინოზე, მათ შორის, ჩამოსასხმელ ღვინოზე, ღვინისეულ სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა ერთ სამუშაო დღეში 100 ლარი ღირს, ორ სამუშაო დღეში - 50 ლარი, სამი ან მეტი სამუშაო დღის შემთხვევაში კი უფასოა.
ცნობისთვის, შიდა ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლური სასმლის სავალდებულო სერტიფიცირების რეგულაცია 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.
გარდა ზემოხსენებულისა, ღვინის ეროვნული სააგენტო ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს შემდეგ მომსახურებებს უწევს:
საექსპორტო ან/და იმპორტირებულ ღვინოზე, ღვინისეულ სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე, სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილ ყურძნის ტკბილსა და ყურძნის წვენზე VI 1 სერტიფიკატის გაცემა - ერთ სამუშაო დღეში 300 ლარი ღირს, ორ სამუშაო დღეში - 250 ლარი, სამ სამუშაო დღეში - 50 ლარი, ხოლო სერტიფიკატის ოთხ ან მეტ სამუშაო დღეში გაცემა უფასოა.
მეწარმის მიერ დამტკიცებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება თითოეულ დასახელებაზე 300 ლარი ღირს.
ღვინოსა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე ახალი ადგილწარმოშობის დასახელებისა და ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლა-დადგენაზე დასკვნის მომზადებისა და გადაცემის საფასური 500 ლარია.
ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ორგანოლეპტიკური შემოწმება თითოეულ ნიმუშზე 50 ლარით განისაზღვრა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს (სასაქონლო ნიშნის) ლოგოს გამოყენების უფლებით სარგებლობა თითოეულ ბოთლზე 0.50 ლარი ღირს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი