მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში ვენახების კადასტრის პროგრამა იწყება

642e8b765e17a
BM.GE
06.04.23 13:25
480
ღვინის ეროვნული სააგენტო გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, ვენახების კადასტრის მნიშვნელობა და პროგრამის დეტალები ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს.

როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის; კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პროგრამის განხორციელების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართვის სრული მზადყოფნა გამოითქვა.

ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც ჯამში, აღწერილია 45 312 ჰა ფართობის ვენახები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები