მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 6 675 აქტიური შემთხვევაა - ბერდია სიჭინავა

60125fb2e0f53
ინგა მურუსიძე
28.01.21 11:00
515
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 850 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 132 PCR ტესტით.

"ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 256 287-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 932 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 246 459-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 127 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 121, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 52, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი -23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 369, აჭარაში - 208, იმერეთში - 546. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 49, იმერეთში - 163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი, მათგან თბილისში - 127, აჭარაში- 2, იმერეთში - 19. 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 183 - თბილისში, 115 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 538 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 091 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 718 პირი, აჭარაში - 859, იმერეთში - 1 586”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.