მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამაყი ვარ, რომ ერთ-ერთ ჯგუფში მუშაობს ქართველი" – გამყრელიძე ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერებზე

5e95e8d740085
თამთა ჯიჯავაძე
14.04.20 20:43
1184
დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინა შეიქმნება. ამაზე დღეს დაახლოებით 30–40 ძალიან ცნობილი ჯგუფი მუშაობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ამაყი ვარ იმით, რომ ერთ-ერთ ჯგუფში მუშაობს ქართველი, რომელიც ჩვენთან დაავადებათა კონტროლის ცენტრში მუშაობდა წლების განმავლობაში, ძალიან გამოჩენილი მეცნიერი გიორგი ბაბუაძე, ის დღეს კანადაშია ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ჯგუფში, რომლებიც მუშაობენ ახალი გენერაციის ზოგადად ვაქცინებზე და საინტერესო კვლევები აქვთ კორონავირუსის ვაქცინის შესახებ.

ასევე დარწმუნებული ვარ შეიქმნება ვაქცინაზე ადრე ეტიოტროპული პრეპარატები, ახალი ან მიგნებული იქნება უკვე პრეპარატი, რომელსაც ვხმარობთ და რომელსაც ეტიოტროპული მოქმედება ექნება ვირუსზე. მაგრამ მანამდე ჩვენ არ შევიდეთ ისეთ სპირალში, როგორშიც შევიდნენ ძალიან ბევრი ქვეყნები, რომელთაც არ ჩამოვთვლი... ის წამყვანი ევროპული ქვეყნები, რომელზეც ჩვენ სწორებას ვიღებთ ძალიან ბევრი მიმართულებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გუშინდელი დღე იყო, როდესაც პირველი ე.წ ნახტომი დავაფიქსირეთ, ანუ გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებოა და საგანგაშო.