მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი ავსტრალიის დასახმარებლად $690,000-ს გამოყოფს

5e1c83bfb11f9
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.20 18:44
1071
Amazon-ის CEO ჯეფ ბეზოსი აცხადებს, რომ ავსტრალიას 690,000 აშშ დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ ცნობილი მისი Instagram პოსტიდან გახდა.

”ჩვენი მხარდაჭერა ავსტრალიელებს. კომპანია Amazon-ი 690,000 აშშ დოლრს გამოყოფს დაზარალებულთა დასახმარებლად. ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ სტიქიური უბედურებით გამოწვეული ზარალის აღდგენაში“, - აცხადებს ჯეფ ბეზოსი.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელმა მომღერალმა და მუსიკოსმა ელტონ ჯონმა ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად მილიონი დოლარი გადარიცხა.

მანამდე მეხანძრეების დასახმარებლად თანხა პინკმა, კრის ჰემსვორთმა, ნიკოლ კიდმანმა, ჰიუ ჯეკმანმა, სელენა გომესმა და სხვა ვარსკვლავებმა გაიღეს.

ხანძრით დაზარალებულ რეგიონებს ავსტრალიის მთავრობამ $1,4 მილიარდი გამოუყო.

აღსანიშნავია, რომ ტყის ხანძრები ავსტრალიაში ცხელ ზაფხულს ხშირად ახლავს თან. ამჟამინდელ სტიქიას 30 ადამიანი ემსხვერპლა. დაიწვა ათასობით სახლი და მილიონობით ცხოველი დაიღუპა. სტიქიის გამო 5 მილიონი ჰექტარი ტყე განადგურდა.