მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალია მზის პანელების წარმოებისთვის $653-მილიონიან ფონდს ქმნის - Reuters

სიდნეი

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანესის განცხადებით, სახელმწიფო 1 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს (653 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფს, რათა ქვეყანაში მზის პანელების წარმოება გაზარდოს და ენერგოსექტორი განახლებად რესურსებზე გადაეწყოს.

ლეიბორისტულმა პარტიამ, 2022 წელს მთავრობაში მოსვლის დღიდან, ქარისა და მზის პროექტებისათვის უკვე გამოყო 40 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია. ქვეყნის მწვანე მიზანი 2030 წლამდე ელექტროენერგიის 82%-ს განახლებადი წყაროებიდან გენერირებაა.

პრემიერის განცხადებით, ავსტრალია მიწოდების გლობალური ჯაჭვის ბოლო რგოლი არ უნდა იყოს, რადგან მას აქვს ყველანაირი რესურსი, ენერგოტრანზიციის ცენტრალური მოთამაშე გახდეს, რასაც ქვეყანაში წარმოებული და ექსპორტირებული ენერგიაც ადასტურებს.

ავსტრალიაში ყოველ მესამე სახლზე მზის პანელია დამონტაჟებული, თუმცა მათგან მხოლოდ 1%-ია ადგილობრივად წარმოებული. მთავრობის ინიციატივა წარმოების სუბსიდირებასა და გრანტებს ითვალისწინებს, რითაც ქვეყანაში შექმნილი ინფრასტრუქტურის რაოდენობა გაიზრდება.

პანელების ადგილობრივი წარმოება, ალბანესის განმარტებით, სავაჭრო შეფერხების პრევენციას უზრუნველყოფს, რამაც თავი კოვიდპანდემიის დროს იჩინა. გარდა ამისა, ინიციატივა გაუქმებული თბოსადგურებიდან დათხოვნილი თანამშრომლების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

გრანტებს კი, ავსტრალიის მთავრობა, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის გამოყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები