09.ივლისი .2020 23:34

Amazon-ი მზადაა გადაიხადოს $135 000-იანი ჯარიმა ყირიმში, სირიასა და ირანში პროდუქტის გაყიდვის გამო

views 432
უკან

Amazon-ი თანახმაა გადაიხადოს $135 000 ჯარიმის სახით ყირიმში სირიასა და ირანში გაგზავნილი ამანათების გამო. ამის შესახებ ამერიკული Forbes წერს.

კერძოდ, აშშ-ის საგარეო აქტივების მაკონტროლებელი სამსახურის (OFAC) მიხედვით, რომელსაც ქვეყნის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულება ევალება, Amazon-მა იმ ტერიტორიებზე გაგზავნა ამანათები და იმ პირებს მიჰყიდა პროდუქტი, რომლებიც აშშ-ის ე.წ შავ სიაში ჰყავს შეყვანილი.

კერძოდ, როგორც მაკონტროლებელმა უწყებამ განაცხადა, Amazon-ის ავტომატიზირებულმა სისტემამ ვერ იმუშავა გამართულად, რათა გამოევლინა სანქცირებული რეგიონები შეკვეთის განხორციელების დროს და 2011 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე, ადამიანებს ყირიმში, ირანსა და სირიაში ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეწერათ და ასევე გაეყიდათ სასურველი ნივთი Amazon-ის ვებგვერდზე.

მსოფლიოს უმსხვილესმა ონლაინ რითეილერმა აღიარა დარღვევები და გამოსასწორებელი ზომებიც მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა