ქლაუდ-სერვერების $1-მილიარდიანი შეთანხმებით Amazon.com-ი Microsoft-ის მომხმარებელი გახდება. ინფორმაციას Insider ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, $1-მილიარდიანი შეთანხმების შემდეგ, Microsoft-ი Amazon-ს საკუთარ „365“ ქლაუდ-პროდუქტს მიაწვდის. როგორც ირკვევა, საუბარია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 1 მილიონი ლიცენზიის შეძენაზე.
აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ, Microsoft-ის აქციათა ფასი სავაჭრო დღის ბოლოს 1%-ით გაიზარდა. გარიგების შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან მხარეები, ჯერჯერობით, თავს იკავებენ.
Amazon-ი საკუთარი სისტემების განახლებას ნოემბრიდან დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად Amazon-ი Microsoft-ის Office-პროდუქტების ადგილობრივ ვერსიას იყენებს.