საქართველოდან გლობალური აქციების უმსხვილეს ინსტიტუციურ ინვესტორს საპენსიო სააგენტო წარმოადგენს, რომლის 5.8 მილიარდიანი დანაზოგების პორტფელიდან 1 მილიარდი ლარი განთავსებულია გლობალური საფონდო ბირჟის წამყვან ინდექსებში. იქიდან გამომდინარე, რომ თავად ამ ინდექსების შემადგენლობაში შედის უმსხვილესი კომპანიების აქციები, საპენსიო სააგენტოც აღნიშნული ინდექსების გავლით ფლობს უმსხვილესი კომპანიების აქციებს.
უფრო დეტალურად, საპენსიო სააგენტოს 1 მილიარდი ლარის ღირებულების აქციების პორტფელიდან, ყველაზე მეტი თანხა შემდეგ კომპანიებში არის განთავსებული:
საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში შემავალი 10 ყველაზე მსხვილი კომპანია პორტფელის წილის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით:
კომპანია | კომპანიის წილი საპენსიო ფონდის აქციების პორტფელში | მილიონი ლარი |
Apple | 3.20% | 31.9 |
Nvidia | 3.00% | 29.9 |
Microsoft | 2.80% | 27.9 |
Amazon | 1.60% | 16.0 |
Meta | 1.10% | 11.0 |
TSMC | 1.10% | 11.0 |
Alphabet | 0.90% | 9.0 |
Nu Holdings | 0.90% | 9.0 |
Berkshire | 0.80% | 8.0 |
Broadcom | 0.70% | 7.0 |
საპენსიო სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, დაბალ რისკიანი საპენსიო პორტფელის 17% ანუ 973 მილიონი ლარი არის საფონდო ბირჟაზე ინვესტირებული, საშუალო რისკიანი პორტფელისთვის ესაა 30.7% (9.8 მლნ ლარი), ხოლო მაღალრისკიანი პორტფელისთვის 50.5% (15.5 მილიონი ლარი).
საქართველოს საპენსიო სააგენტოს აღნიშნული თანხა ინვესტირებული აქვს მსოფლიოს წამყვან ინდექსებში, მათ შორის S&P 500-ში, FTSE Pacific ETF-ში, FTSE Europe ETF-ში და სხვა ინდექსებში.
უფრო დეტალურად საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელი 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ასე ნაწილდება:
- S&P 500 ETF Trust - 421 მილიონი ლარი;
- FTSE Pacific ETF - 174 მილიონი ლარი;
- FTSE Europe ETF - 170 მილიონი ლარი;
- FTSE EM Markets ETF - 120 მილიონი ლარი;
- Latin America 40 ETF - 75 მილიონი ლარი;
- S&P 500 ETF - 13 მილიონი ლარი.
სწორედ ამ ფონდებში შედის იმ კომპანიების აქციები, რომლებიც ცხრილში არის წარმოდგენილი.