მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ის მოგება შემცირდა

5db2a5ff56975
მიხეილ ხაჩიძე
25.10.19 11:55
1395

Amazon-ის კვარტალური მოგება 2017 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. კომპანიის ინფორმაციით, წმინდა მოგება  მაღალი ხარჯების გამო, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, თითქმის 28%-ით 2.1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ფინანსური შედეგების გამოქვეყნებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა Wall Street-ზე, სადაც Amazon–ის აქციები თითქმის 9%-ით გაიაფდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამის საპირისპიროდ, კომპანიის გაყიდვები 24%-ით 70 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.


Amazon ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდ კონკურენციას განიცდის Alibaba-სა და Ebay-სგან; ამავდროულად  ჯეფ ბეზოსის კომპანიას კონკურენციას ამერიკული სავაჭრო გიგანტი Walmart-იც უწევს.


წინასწარი გათვლებით, წლის ბოლო კვარტალში, Amazon-ის გაყიდვები 80-86.5 მილიარდ დოლარამდე განისაზღვრება.