მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს სტრიმინგ-პლატფორმების გამოწერა? - TECH INFORM

სტრიმინგი - ზოგადი
სტატიაში საუბარია:

სტიმინგ-ბიზნესის მთავარი არსი მის მასშტაბურობაში მდგომარეობს, ანუ, მარტივად რომ გითხრათ, ამ ბიზნესმოდელის დანერგვით, კომპანიებს უჩნდებათ საშუალება ის კონტენტი, რომელსაც გეოგრაფიული, ენობრივი თუ სხვა ბარიერების გამო, ამ დრომდე, გაცილებით ნაკლები ადამიანი უყურებდა, გლობალურად განავრცოს. აი, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ სტრიმინგ-პლატფორმებს იყენებენ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე იაპონიაში, სამხრეთ ამერიკაში და, თუნდაც, საქართველოში.

თუმცა მრავალფეროვნებასთან ერთად, გლობალურ-სტრიმინგ ინდუსტრიას ერთი ნაკლიც აქვს და ისიც, სწორედ მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. საქმე ისაა, რომ სტრიმინგ-პლატფორმები, რეალურად, იდენტურ პროდუქტებს - ფილმებსა და სერიალებს აწარმოებენ, ხოლო მომხმარებლის მოთხოვნა ამ პროდუქტების მიმართ არაერთგვაროვანია. მარტივად რომ ვთქვათ, განა რამდენჯერ შეიძლება ერთი და იმავე ფილმისა თუ სერიალის ნახვა? კი, ჟანრობრივი მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარი შემზუდავი პრობლემა - ინტელექტუალური საკუთრებაა.

ეკონომიკურად, ზემოხსენებული კომპანიების სრული უმრავლესობა ერთისა და იმავე ტიპის პროდუქტს ქმნის – სიმარტივისთვის წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ზემოთ  ხსენებული კომპანია ბოთლებში დაფასოებულ სასმელ წყალს აწარმოებს. რეალურად, უმეტეს შემთხვევაში და ceteris paribus, ბოთლის წყალი იმდენად იდენტური პროდუქტია, რომ მომხმარებელი ბევრიდან რომელიმეს მოიხმარს. სტრიმინგ-სერვისების ბაზარზე ანალოგიური სიტუაციაა, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსით: საქმე ისაა, რომ ბოთლის წყლის ბიზნესისგან განსხვავებით, ფილმებისა და სერიალების ტიპურ მომხმარებელს, დროის გარკვეული მონაკვეთის, პირობითად, ერთი თვის განმავლობაში ერთი რომელიმე სტრიმინგ-პლატფორმის ყურება კი არ სურს, არამედ ყოველი მათგანის – გააჩნია, რის განწყობაზეა ის.

ადამიანები, რომლებსაც სუპერგმირებზე გადაღებული ეპიკური ფილმები უყვართ, უყურებენ როგორც Disney-ის შვილობილი Marvel-ის ფილმებს, ასევე Warner Bros.-ის შვილობილი DC-ის ფილმებს. თუმცა ეს საკმაოდ პრობლემურია, რადგან ამ შემთხვევაში, მომხმარებელი ერთდროულად Disney+-ისა და HBO Max-ის მომხმარებელი უნდა იყოს, რაც, დღევანდელი მონაცემებით, მას სულ მცირე $22.98 დაუჯდება, ყოველთვიურად. წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანს მეგაპოპულარული Squid Game-ის ყურება უნდა – ამისთვის მან Netflix-ი უნდა გამოიწეროს და თვეში, სულ მცირე, $9.99 გადაიხადოს. და თუ მას “ჯეიმს ბონდის” ფრენჩაიზის ფილმების ყურებაც უყვარს, მაშინ Amazon Prime Video-ც უნდა გამოიწეროს, თვეში $14.99-ად.

წამყვანი სტრიმინგ-პლატფორმების გამოწერის თვიური ფასი, შემდეგნაირად გამოიყურება:

NETFLIX - $9.99
AMAZON PRIME VIDEO - $14.99 (AMAZON PRIME თუ გაქვს - უფასოა)
DISNEY + $7.99
HBO MAX - $14.99
APPLE TV+ - $4.99

გამოდის, რომ თუ ადამიანს ამ სერვისების გამოწერა თანაბრად სურს, ეს სიამობნება მას თვეში სულ მცირე $53 დაუჯდება, წელიწადში კი - $635, რაც ამერიკისთვისაც კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გადასახადების გარდა, მომხმარებლები, როგორც წესი, საკაბელო ტელევიზიის ფულს ცალკე იხდიან.

გლობალური სტრიმინგ-ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც აისახება, როგორც ამ სფეროში ჩართული კომპანიებისა და ადამიანების რიცხვზე, ასევე შემოსავლებზე, რომელთაც ამ ტიპის ბიზნესი აგენერირებს. ექსპერტების შეფასებით, 2013 წელს, ანუ განვითარების ადრეულ ეტაპზე, გლობალური სტრიმინგ-ინდუსტრია $5 მილიარდად იყო შეფასებული, მაგრამ 2022 წელს $455 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ზრდის 9000%-იანი მაჩვენებელია. ნავარაუდევია ისიც, რომ ინდუსტრია ზრდას მომდევნო წლების განმავლობაშიც განაგრძობს და 2030 წლისთვის $1.9 ტრილიონს მიუახლოვდება, რაც დღევანდელი მონაცემებით, ბრაზილიის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები