მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ის სავაჭრო პლატფორმას TikTok-ის მსგავსი ფუნქციონალი ემატება

6396fccccd88e
გიორგი თოლორდავა
12.12.22 22:19
623
Amazon-ი მორიგი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც TikTok-ის მსგავსი ალგორითმის შექმნას და მოკლე ვიდეოების გაზიარების პლატფორმის ინტეგრირებას გეგმავს.

აშშ-ის მასშტაბით უკვე ჩაეშვა Amazon-ის აპლიკაციის ახალი მოდული, სახელწოდებით - Inspire, სადაც კომპანიები და მომხმარებლები გასაყიდი პროდუქტების შესახებ მოკლე ვიდეოების განთავსებას შეძლებენ.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, ახალი მოდული მომხმარებლის შთაგონების მიზნით იქმნება და ის კომპანიებს, ინფლუენსერებსა და მომხმარებლებს პირდაპირ ერთმანეთთან დააკავშირებს.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, Inspire-ის ალგორითმი დროსთან ერთად დაიხვეწება და კონტენტიც მაქსიმალურად მოერგება მომხმარებლის გემოვნებასა და პრეფერენციებს.

თავდაპირველად, ახალი ფუნქციონალი მხოლოდ აშშ-ის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ეტაპობრივად ის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გავრცელდება.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.